ნიუ-იორკში, დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის დროს, ბრუკლინის ხიდზე ხანძარი გაჩნდა. სანამ მეხანძრეები ცეცხლს ჩააქრობდნენ, ის სწრაფად გავრცელდა და კვამლის ღრუბელი ქალაქის არაერთი წერტილიდან ჩანდა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
ქალაქის სახანძრო სამსახურის ცნობით, ხანძრის ჩასაქრობად ორი სახანძრო მანქანა იყო მობილიზებული. ხიდზე მოძრაობა შოუს დროს გადაკეტილი იყო.
დეპარტამენტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ასეთი ხანძრები მოულოდნელი არ არის და სწორედ ამიტომ, ფეიერვერკების დროს შესაბამისი დისტანციაა დაცული.