სიძულვილის ენის წინააღმდეგ პროცესები გრძელდება. ცოტა ხნის წინ, თბილისის საქალაქო სასამართლომ გივი ბერიაშვილს 2 000-ლარიანი ჯარიმა განუსაზღვრა, მან შეურაცხყოფა ანა წითლიძეს სოციალურ ქსელში მიაყენა.
დილით კი ბორჯომის რაინულმა სასამართლომ გრიგოლ ლინიკოვის საქმეზე იმსჯელა და 1500 ლარით დააჯარიმა. მან სოციალურ ქსელში შეურაცხყოფა მიაყენა "ქართული ოცნების" დამფუძნებელს.
სიძულვილის ენის წინააღმდეგ შექმნილმა სამმართველომ ამ დროისთვის სავარაუდო კანონდარღვევის 170 ფაქტი გამოავლინა.