ახალციხეში საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები გრძელდება. სოფელ ანში შიდა საავტომობილო გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში, კონკრეტულ მონაკვეთზე ბეტონის საფარი დაიგება, მოეწყობა საყრდენი კედელი.
მიმდინარე სამუშაოები ახალციხის მერმა, ვარლამ წიკლაურმა დაათვალიერა.