მსოფლიო ჩემპიონატის მორიგი შეხვედრა ესპანეთსა და ბელგიას შორის დასრულდა.
მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ნახევარფინალისტი ცნობილია - ესპანეთის ეროვნულმა ნაკრებმა მეოთხედფინალში ბელგიის ნაკრები 2:1 დაამარცხა. პირველი გოლი ფაბიან რუისმა 30-ე წუთზე გაიტანა, მეორე გოლი კი ბელგიის ნაკრებს, ჩარლზ დე კეტელაერს 41-ე წუთზე ეკუთვნის.
მეორე ტაიმის მიწურულს, 88-ე წუთზე ესპანეთის ნაკრებმა კიდევ ერთი გოლი გაიტანა. მისი ავტორი მიკელ მერინო იყო. სწორედ ამ გოლმა მოუტანა ესპანეთის ეროვნულ ნაკრებს გამარჯვება.
ესპანეთის მეტოქე ნახევარფინალში საფრანგეთის ეროვნული ნაკრები იქნება.