11 ივლისი 2026,   20:39
ვრცლად
საფრანგეთი და ესპანეთი ერთმანეთს ნახევარფინალში შეხვდებიან - მატჩი 14 ივლისს, 23:00 საათზე დაიწყება და გულშემატკივარი მას "რუსთავი 2"-ზე უყურებს

მსოფლიო ჩემპიონატი "რუსთავი 2"-ზე გრძელდება. მუნდიალის მეორე მეოთხედფინალურ მატჩში ესპანეთის ნაკრებმა ბელგია 2:1 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა.

ანგარიში ესპანელებმა გახსნეს, დანი ოლმოს დარტყმული ტიბო კურტუამ კი მოიგერია, მაგრამ დამატებაზე ფაბიან რუისმა ანგარიში გახსნა. მიღებული ბურთის შემდეგ, ბელგიელებმა გათანაბრება სცადეს, მათი ერთ-ერთი შეტევა შარლ დე კეტელარეს ზუსტი თავური დარტყმით დაგვირგვინდა და მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ესპანეთის ნაკრებმა პირველი გოლი გაუშვა.

მეორე ტაიმი ესპანელთა უპირატესობით წარიმართა. 71-ე წუთზე ბელგიელთა მეკარე ტიბო კურტუამ ტრავმა მიიღო და მის ნაცვლად მოედანზე სენე ლამენსი გამოვიდა, რომელმაც 88-ე წუთზე კუბარსის დარტყმული ბურთი ცუდად მოიგერია, დამატებაზე კი მიკელ მერინომ შეძლო გამარჯვების გოლის გატანა და "ფურია როხას" ნახევარფინალის საგზური მოუტანა.

საფრანგეთისა და ესპანეთის ნაკრებების ნახევარფინალური მატჩი 14 ივლისს, 23:00 საათზე ტრადიციულად "რუსთავი 2"-ზე დაიწყება.  

დღის ამბები