11 ივლისი 2026,   15:59
ვრცლად
სასაზღვრო პოლიციას 30 ახალი ავტომანქანა გადაეცა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას 30 ახალი ავტომანქანა გადაეცა, მათ შორის 20 მაღალი გამავლობისაა. 

სატრანსპორტო საშუალებები საერთაშორისო სტანდარტებს სრულად შეესაბამება და გათვლილია რთულ რელიეფზე ეფექტიანი გადაადგილებისთვის.

ავტომანქანების გადაცემის ღონისძიებას სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ და ახალი ტექნიკის მახასიათებლებს გაეცნენ.

დღის ამბები