11 ივლისი 2026,   14:45
ვრცლად
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოსა და ახალგაზრდობის სააგენტოს შორის მემორანდუმი გაფორმდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოსა და ახალგაზრდობის სააგენტოს შორის მემორანდუმი გაფორმდა.

დოკუმენტი მხარეებს შორის პარტნიორობის გაღრმავებას ითვალისწინებს, რაც ერთობლივი ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერასა და საერთაშორისო აქტივობების ხელშეწყობას გულისხმობს.

ამასთან, მთავარი პრიორიტეტი აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული და ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ახალგაზრდების გაძლიერება და მათი სხვადასხვა პროექტში აქტიური ჩართვაა.

დღის ამბები