11 ივლისი 2026,   13:01
ვრცლად
დონალდ ტრამპის განცხადებით, მისი მკვლელობის მცდელობის შემთხვევაში, აშშ ირანს 1000 რაკეტით დაარტყამს - ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მისი მკვლელობის მცდელობის შემთხვევაში, აშშ ირანს 1000 რაკეტით დაარტყამს.

დონალდ ტრამპის განმარტებით, შესაბამისი ინსტრუქციები უკვე გაცემულია და ვაშინგტონის სამხედრო ძალები მზად არიან თეირანის სრული განადგურებისთვის. ამასთან ერთად, ტრამპმა უარყო გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მის წინააღმდეგ არსებული გეგმების შესახებ სადაზვერვო ცნობები ამერიკულ მხარეს ისრაელმა მიაწოდა.

მანამდე დაწერილ პოსტში კი, თეთრი სახლის ლიდერმა აღნიშნა, რომ აშშ ირანთან მოლაპარაკებების გაგრძელებას დათანხმდა, თუმცა თეირანს მკაფიოდ განუცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი უკვე დასრულებულია.

დღის ამბები