სამგორის რაიონს კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე შეემატება. სამუშაოები ორხევის დასახლებაში, თენგიზ ჩანტლაძის ჩიხის მიმდებარედ, უკანონო შემოღობების დემონტაჟის შემდეგ, 2 ათას 600-ს კვადრატულ მეტრ ფართობზე ტარდება. პროექტის დასკვნით ეტაპს თბილისის მერი კახა კალაძე გაეცნო.
ტერიტორიაზე უკვე განხორციელდა წყლის რეზერვუარის დემონტაჟი, რომელიც საფრთხეს წარმოადგენდა ადგილობრივი მოსახლეობისთვის. მოეწყო პავილიონი, მოსასვენებელი და ბავშვთა-გასართობი სივრცეები. მონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემები. ჩატარდება გამწვანების სამუშაოებიც. გამგეობის ბიუჯეტიდან გამოყოფილია 628 900 ლარი.