კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ დრამატულ თეატრში, ნოდარ მგალობლიშვილის 95 წლის იუბილესთან დაკავშირებით მისი პირველი "ბიოგრაფიული ფოტოალბომის" პრეზენტაცია გაიმართა.
ფოტოალბომი კულტურის სამინისტროს, "შემოქმედებითი საქართველოსა" და თბილისის მერიის მხარდაჭერით გამოიცა. გამოცემა ნოდარ მგალობლიშვილის შემოქმედებითი მემკვიდრეობის შენარჩუნებას ემსახურება და მის ცხოვრებასა და პროფესიულ გზას ასახავს.