"თეირანი მზადაა, სრუტეზე კონტროლის შესანარჩუნებლად ძალისმიერი მეთოდები გამოიყენოს, რადგან ქვეყნის ხელმძღვანელობისთვის აღნიშნული დერეფნის გაკონტროლება მთავარ სტრატეგიულ ამოცანას წარმოადგენს" - ამის შესახებ ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი წერს.
მათი ცნობით, ოფიციალური თეირანის შეფასებით, საომარი მოქმედებების დასრულება ჰორმუზის სრუტეზე გავლენის გარეშე, ირანისთვის სტრატეგიულ მარცხს გაუტოლდება.
"ირანი უარყოფს ნებისმიერ შეთანხმებას, რომელიც ჰორმუზის სრუტეზე მის გავლენას შეასუსტებს. თეირანი მზადაა, სრუტეზე კონტროლის შესანარჩუნებლად ძალისმიერი მეთოდები გამოიყენოს, რადგან ქვეყნის ხელმძღვანელობისთვის აღნიშნული დერეფნის გაკონტროლება მთავარ სტრატეგიულ ამოცანას წარმოადგენს. ოფიციალური თეირანის შეფასებით, საომარი მოქმედებების დასრულება ჰორმუზის სრუტეზე გავლენის გარეშე, ირანისთვის სტრატეგიულ მარცხს გაუტოლდება.
აშშ-ის მიერ განხორციელებული ბოლო ავიადარტყმების მიზანი ირანის საზღვაო თავდასხმების შესაძლებლობების შეზღუდვა იყო. თუმცა, ამ დროისთვის უცნობია, რამდენად იქნება ეს ღონისძიებები საკმარისი კომერციული გემების უსაფრთხოების და ნაოსნობის შეფერხებების თავიდან ასაცილებლად.
პარალელურად, ირანი ზეწოლას ახორციელებს სპარსეთის ყურის სახელმწიფოებზე. მიზანი აშშ-ისა და ამ ქვეყნების იმ ერთობლივი ინიციატივების შეზღუდვაა, რომლებიც სრუტეში ირანის კონტროლის შესუსტებას ისახავს მიზნად.
11 ივლისს ირანზე განხორციელებული ამერიკული ავიადარტყმების საპასუხოდ, 12 ივლისს ირანმა რაკეტებით და დრონებით შეუტია ბაჰრეინში, ქუვეითში, იორდანიაში, ყატარსა და ომანში მდებარე აშშ-ის სამხედრო ობიექტებს." - წერს ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი.
ლუკა ჩლაიძე