14 ივლისი 2026,   00:26
ვრცლად
"ამ კალასების და ამ რაისა კომუნისტკების პოლიტიკა წარსულს ბარდება და უახლოეს პერიოდში ჩვენ ვიხილავთ ჯანსაღ ევროპოლიტიკას ევროპარლამენტში" - ირაკლი ზარქუა

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებებსა და ევროპოლიტიკოსების ქმედებებს მმართველ გუნდში მწვავედ აკრიტიკებენ. საპარლამენტო უმრავლესობაში მიიჩნევენ, რომ მსგავსი არაკომპეტენტური მიდგომები თავად ევროკავშირს აზიანებს, მაშინ როცა სხვა ოფიციალური დასკვნებით საქართველოს მდგრადი ეკონომიკური ზრდა უფიქსირდება.

ევროპელი ლიდერების მიერ გატარებულ პოლიტიკასა და შავი ზღვის რეგიონის კონფერენციასთან დაკავშირებულ საკითხებზე განცხადება პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ზარქუამ გააკეთა.

"ეს ერთი თავქარიანი, ქარაფშუტა პოლიტიკოსია, რომლის პოლიტიკამაც აქამდე მიიყვანა ევროკავშირი, აი, ასეთი არაკომპეტენტური, ქარაფშუტული პოლიტიკის შედეგად, რასაც კალასები და მისი სადაქალო ატარებს ევროკავშირის შიგნით. აგერ, სიახლესაც გეტყვით - სასაცილოა, ამაზე სერიოზულად კომენტარი როგორ უნდა გავაკეთო - შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების კონფერენციას აკეთებენ, საქართველო არ არის და სომხეთია მიწვეული. ჯერ ხომ გეოგრაფიის არცოდნა, მერე არაკომპეტენტურობა, ქარაფშუტობა და ეს არის სწორედ მათი პოლიტიკა.

ამავე დროს, თქვენ რომ იცოდეთ, აგერ არის ევროკომისიის დასკვნა, სადაც გამოქვეყნდა, რომ საქართველო, თავისი პრაგმატული პოლიტიკით, ამ მსოფლიო კრიზისების მიმართ მდგრადობის მიხედვით მსოფლიო სამეულშია. ნონსენსია - ერთი მხრივ, თავიანთივე კომისია აფიქსირებს საქართველოს, როგორც ერთ-ერთ გამორჩეულ ეკონომიკური ზრდის მქონე ქვეყანას, სადაც შემოდის ინვესტიციები და გვაქვს მეორე, ქარაფშუტული დასკვნა, ქალბატონი კალასების, რაისა კომუნისტკების და კუბილიუსების განხორციელებული ევროპოლიტიკის შედეგად, სადაც არის კრიზისი თვითონ ევროპარლამენტში. ეს არის ორი რეალობა. ამ კალასების და ამ რაისა კომუნისტკების პოლიტიკა წარსულს ბარდება თანდათან და ჩვენ ვიხილავთ უახლოეს პერიოდში ჯანსაღ ევროპოლიტიკას ევროპარლამენტში," - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

დღის ამბები