13 ივლისი 2026,   17:38
ვრცლად
"თუ კომერციულ გემებზე თავდასხმები გაგრძელდება ან ირანი აგრესიულ ქმედებებს განაახლებს, პრეზიდენტი ტრამპი ამას გამანადგურებელი ძალით უპასუხებს" - აშშ-ის ელჩი ნატო-ში მეთიუ ვიტეკერი

"თუ კომერციულ გემებზე თავდასხმები გაგრძელდება ან ირანი აგრესიულ ქმედებებს განაახლებს, პრეზიდენტი ტრამპი ამას გამანადგურებელი ძალით უპასუხებს" - ამის შესახებ აშშ-ის ელჩი ნატო-ში, მეთიუ ვიტეკერი აცხადებს. 

მისი თქმით, ეს უკვე მოხდა, როდესაც რამდენიმე ღამის წინ სამ გემზე თავდასხმის შემდეგ აშშ-მა 90-ზე მეტი სამხედრო დარტყმა განახორციელა სხვადასხვა სამიზნეზე. 

"ჰორმუზის სრუტეში კომერციული ნაოსნობის ტერორიზება დაუშვებელია. აშკარაა, რომ მხარეებს შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმი თავიდანვე ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პრინციპს ეფუძნებოდა. თუ კომერციულ გემებზე თავდასხმები გაგრძელდება ან ირანი აგრესიულ ქმედებებს განაახლებს, პრეზიდენტი ტრამპი ამას გამანადგურებელი ძალით უპასუხებს. ეს უკვე ვნახეთ, როდესაც რამდენიმე ღამის წინ სამ გემზე თავდასხმის შემდეგ აშშ-მა 90-ზე მეტი სამხედრო დარტყმა განახორციელა სხვადასხვა სამიზნეზე. ხოლო უახლესი თავდასხმის საპასუხოდ, შეერთებულმა შტატებმა 140-ზე მეტ სამხედრო სამიზნეს დაარტყა. სწორედ ასე უნდა მოიქცე - აჩვენო ძალა, არ მისცე ირანს შესაძლებლობა, სარგებელი მიიღოს ასეთი ქმედებებით და უზრუნველყო, რომ ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობა შეუფერხებლად გაგრძელდეს", - ამბობს ვიტეკერი. 

აშშ-ის ელჩი ნატო-ში ამბობს, რომ თავად ირანის ინტერესებშია, გააგრძელოს მუშაობა იმ შეთანხმებაზე, რომელიც ურთიერთგაგების მემორანდუმშია ასახული, შეასრულოს ამ მემორანდუმით ნაკისრი ვალდებულებები და წინ წავიდეს გრძელვადიანი შეთანხმებისკენ. 

"ირანმა საკუთარ რიგებში წესრიგი უნდა დაამყაროს. ისინი, ვინც გემების მიმართულებით რაკეტებსა და დრონებს უშვებენ, კოორდინაციაში უნდა იყვნენ იმ პირებთან, რომლებიც სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ. ყველა ერთ პოზიციაზე უნდა იდგეს, რადგან ჩემი შთაბეჭდილებით, ამ ეტაპზე ასე არ არის. ვფიქრობ, საბოლოოდ, თავად ირანის ინტერესებშია, გააგრძელოს მუშაობა იმ შეთანხმებაზე, რომელიც ურთიერთგაგების მემორანდუმშია ასახული, შეასრულოს ამ მემორანდუმით ნაკისრი ვალდებულებები და წინ წავიდეს გრძელვადიანი შეთანხმებისკენ - ისეთი შეთანხმებისკენ, რომელიც არა მხოლოდ ჰორმუზის სრუტეს ღიას და ტრანზიტული გადასახადებისგან თავისუფალს შეინარჩუნებს, არამედ უზრუნველყოფს იმასაც, რომ ირანმა საბოლოოდ უარი თქვას საკუთარ ბირთვულ ამბიციებზე." - აცხადებს მეთიუ ვიტეკერი. 

ავტორი: ლუკა ჩლაიძე 

დღის ამბები