13 ივლისი 2026,   17:39
ვრცლად
თავდაცვის საკითხში ჩვენ ყოყმანს არ დავიწყებთ - ესმაილ ბაღაი

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ აშშ-ირანის შეთანხმება "კრიზისშია". ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ესმაილ ბაღაის თქმით, ირანის"თავდაცვითი დარტყმები" მიმართულია მხოლოდ იმ ბაზებისა და ობიექტების წინააღმდეგ, რომლებსაც აშშ ქვეყანაზე თავდასხმისთვის იყენებს.

"ჩვენ, თავდაცვის საკითხებში ყოყმანს არ დავიწყებთ", - განაცხადა ბაღიმ და დასძინა, რომ ირანი არ დაუშვებს აშშ-მ ჰორმუზის სრუტის სატრანზიტო მარშრუტი ქვეყნის სუვერენიტეტისა და უსაფრთხოებისთვის ზიანის მისაყენებლად გამოიყენოს.

ბაღაიმ განაცხადა, რომ შაბათის მოლაპარაკებები მხოლოდ ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სრუტეზე იყო ორიენტირებული და დასძინა, რომ ირანის მიზანი გემების უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფა იყო. თუმცა, მისი თქმით, ომანზე აშშ-ის ზეწოლა, ამ ძალისხმევას აფერხებს.

ცნობისთვის, გემების გადაადგილების მონაცემების თანახმად, გუშინ საღამოდან სრუტე არცერთ გემს არ გაუვლია.

 

დღის ამბები