"დიდი ეჭვი მაქვს, რომ ბატონ ბარამიძეზეც შეიძლება ჰქონდეთ მსგავსი ჩანაწერები და რა თქმა უნდა, ალაპარაკებენ ასეთ სისულელეებს" - ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვას, რომელიც გია ბარამიძის მიერ "კასრების საქმეზე" გაკეთებულ კომენტარს შეეხებოდა, თითქოს კასრებში იარაღი ინახებოდა, რომელიც თავდაცვისთვის იყო საჭირო.
"ჩვენ ვიცით, რომ პირადი ცხოვრების ის ფარული ჩანაწერები, რომლებიც დაგროვილი ჰქონდა სააკაშვილი-ბოკერია-ადეიშვილის კრიმინალურ რეჟიმს, მათ შორის იყო მათივე გუნდის წევრებთან დაკავშირებული ჩანაწერები. ასე, რომ დიდი ეჭვი მაქვს, რომ ბატონ ბარამიძეზეც შეიძლება ჰქონდეთ მსგავსი ჩანაწერები და რა თქმა უნდა, ალაპარაკებენ ასეთ სისულელეებს.
საშინელი დანაშაული, რაც სააკაშვილი-ბოკერია-ადეიშვილის კრიმინალურმა რეჟიმმა ჩაიდინა ადამიანის ღირსების წინააღმდეგ, ამ საშინელი დანაშაულის შემდეგ როდესაც ვხედავთ, რომ ფართოდ გაუღეს გულის კარი ევროპარლამენტის და ბრიუსელის სხვადასხვა კორიდორებში სააკაშვილ-ბოკერია-ადეიშვილის კრიმინალური რეჟიმის წარმომადგენლებს, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ რა ღირებულებით უფსკრულშია ის ხალხი, ვინც მათ ხელს ართმევს, ვინც მათთან ერთად სხვადასხვა პარტიულ ღონისძიებებს მართავს და მხარს უჭერს," - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.