16 ივლისი 2026,   12:32
ვრცლად
თურქმენეთის პრეზიდენტი დღეს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა

თბილისში დღეს თურქმენეთის პრეზიდენტს ელოდებიან - სერდარ ბერდი-მუჰამედოვი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ჩამოდის. მისი მასპინძელი მიხელ ყაველაშვილია.

დახვედრის ოფიციალური ცერემონია რამდენიმე საათში (11:30) ათონელის რეზიდენციაში შედგება.

გაიმართება ორი ქვეყნის პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრა. ლიდერები ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებსა და რეგიონულ დღის წესრიგს განიხილავენ.

თურქმენეთის პრეზიდენტს შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრსაც.

დღის ამბები