16 ივლისი 2026,   22:09
ვრცლად
ვლაქერნობის დღესასწაული ზუგდიდში - საკათედრო ტაძარში მორწმუნეებს ღვთისმშობლის კვართის მოლოცვის შესაძლებლობა მთელი დღის განმავლობაში ჰქონდათ

ღვთისმშობლის კვართი ზუგდიდის მუზეუმში გვიან ღამით დააბრუნეს. ვლაქერნობის დღესასწაულზე მომლოცველებს ზუგდიდის საკათედრო ტაძარში მისი მოლოცვის შესაძლებლობა მთელი დღის განმავლობაში ჰქონდათ.

საგანგებოდ ამისთვის სამეგრელოში ათასობით მორწმუნე საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩავიდა. სტუმრები სპეციალურად ჩამოფრინდნენ სხვა ქვეყნებიდანაც. სადღესასწაულო წირვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, შიო III-მ აღავლინა. ვლაქერნობის ტრადიციას საფუძველი ილია II-ის ინიციატივით ჩაეყარა.

დღის ამბები