16 ივლისი 2026,   22:12
ვრცლად
გონიოში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა იწყება

მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ, აჭარაში, სოფელ გონიოში, 200 აღსაზრდელზე გათვლილი ახალი საბავშვო ბაღი აშენდება.

პროექტის განსახორციელებლად უკვე შეძენილია დეტალური საპროექტო დოკუმენტაცია და მიმდინარეობს წინასატენდერო პროცედურები.

ორსართულიანი შენობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა, სრულად იქნება ადაპტირებული შშმ პირთათვის და აღიჭურვება უსაფრთხო და კომფორტული ინფრასტრუქტურით. ბაღში განთავსდება ფუნქციური სასწავლო-სააღმზრდელო სივრცეები; კეთილმოეწყობა ეზოც, სადაც განთავსდება საბავშვო ატრაქციონები და დასასვენებელი სივრცეები.

ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობას გონიო-კვარიათის ადმინისტრაციულ ერთეულში და ადგილობრივ ოჯახებს თანამედროვე, ხარისხიან და კომფორტულ სააღმზრდელო გარემოს შესთავაზებს.

 

დღის ამბები