16 ივლისი 2026,   19:26
ვრცლად
თბილისი, რუსთავი, ბორჯომი, ხარაგაული, ზესტაფონი და სენაკი - სიძულვილის ენის წინააღმდეგ ადმინისტრაციული საქმეების განხილვა გრძელდება საერთო სასამართლოებში

სიძულვილის ენის წინააღმდეგ ადმინისტრაციული საქმეების განხილვა საერთო სასამართლოებში გრძელდება. თბილისი, რუსთავი, ბორჯომი, ხარაგაული, ზესტაფონი და სენაკი - სოციალურ ქსელებში საჯარო შეურაცხყოფისა და სიძულვილის ენისთვის რაიონულ სასამართლოებს არაერთი საქმე გადაეცათ.

სამართალდარღვევის ოქმები შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალურმა სამმართველომ შეადგინა და განსჯადობის მიხედვით განსახილველად პირველი ინსტანციის სასამართლოებს გადაუგზავნა.

დღეს თბილისის პირველ ინსტანციაში განიხილეს ალი ნონიკაშვილის საქმე, რომელიც საჯარო სივრცეში კათოლიკოს პატრიარქის შეურაცხყოფისთვის 3000 ლარით დაჯარიმდა. სოციალურ ქსელში სიძულვილის ენის გამოყენებისთვის 2000 ლარით დაჯარიმდა მოქალაქე შალვა ილურიძეც.

მიმდინარე კანონდარღვევის საქმეებზე ისაუბრა შინაგან საქმეთა სამინისტროს იურისტმა, ანდრო გურულმა.

"საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის შეურაცხყოფის ფაქტზე შედგა სამართალდარღვევის ოქმი მოქალაქე ალი ნონიკაშვილის მიმართ. აღნიშნული პიროვნება არ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე, სასამართლომ განიხილა სამართალდარღვევის საქმე და პიროვნება ცნო სამართალდამრღვევად და სახდელით სახით განესაზღვრა ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით.

სასამართლომ ასევე განიხილა შალვა ილურიძის სამართალდარღვევის საქმე, რომლის ქმედებაში იკვეთებოდა წვრილმანი ხულიგნობის ნიშნები, მისი შეურაცხმყოფელი ფრაზები არ მიემართებოდა კონკრეტულ პიროვნებას, იყო ზოგადი და მასაც სასამართლომ განუსაზღვრა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით", - განაცხადა ანდრო გურულმა.

დღის ამბები