საქართველოს გაქრისტიანების 1700 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საპარლამენტო დელეგაცია სქურის მაცხოვრის შობის ტაძარს ესტუმრა.
პარლამენტის თავმჯდომარემ, დეპუტატებთან ერთად, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა მეუფე გერასიმემ ადგილობრივ სასულიერო პირებთან ერთად უმასპინძლა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა წალენჯიხის კურორტ სქურის ხეობის განვითარებასა და დაგეგმილი გზის რეაბილიტაციაზე გაამახვილეს ყურადღება.
პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ზარქუას განცხადებით, საგზაო პროექტის განხორციელება შემოდგომიდან დაიწყება.
"დღეს ვიმყოფებით სქურის ხეობაში.
პირადად უნდოდათ ენახათ ეს ხეობა, თქვენ იცით, რომ პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით და მხარდაჭერით შემოდგომაზე სქურის გზის დაგება იწყება. მემგონი, საქართველოში და მითუმეტეს პარლამენტში არ დარჩა ადამიანი, რომელიც არ გულშემატკივრობს სქურის გზის დაგებას და სქურის ხეობას. მე მინდა კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ვუთხრა მათ რეგიონის მხარდაჭერისთვის,"- აცხადებს ირაკლი ზარქუა.