20 ივლისი 2026,   03:47
ვრცლად
ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხის გზაზე, საყდრის ხიდთან, გაწმენდითი სამუშაოები დაიწყო

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის 98-ე კილომეტრზე (საყდრის ხიდის მიმდებარედ) გაწმენდითი სამუშაოები დაიწყო.

ადგილზე მობილიზებული სპეციალური ტექნიკა და დამატებითი ტექნიკის მობილიზება მიმდინარეობს.

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის 98-ე კილომეტრზე, დღეს, მდინარის ადიდების შედეგად წყალი გადმოვიდა საავტომობილო გზაზე და უსაფრთხოების მიზნით, აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

დღის ამბები