20 ივლისი 2026,   17:39
ვრცლად
ოპოზიციის აქტივისტი ონისე ოქრიაშვილი: "ნოდარ დუმბაძის გული მოვ@@ან": გინება არ არის, ჰიპოტეთურად ვსაუბრობდით

ოპოზიციის აქტივისტი ონისე ოქრიაშვილი, რომელიც ერთ-ერთ პოდკასტში მწერალ ნოდარ დუმბაძის მისამართით სიძულვილის ენას იყენებს, სოციალურ ქსელში ვიდეო მიმართვას ავრცელებს, სადაც ამბობს, რომ მესამე დღეა "ქართული ოცნების" პროპაგანდა მთელი თავისი რესურსით აშავებს და ადამიანებს მის წინააღმდეგ აქეზებს.

ოქრიაშვილი განმარტავს, რომ მწერლის მისამართით გინება არ ყოფილა, არამედ ჰიპოტეთურად საუბრობდა და ვინც იმ მომენტში გაახსენდა, ნოდარ დუმბაძე იყო.

"ხოდა, აი, 86-ე კი არა, სულ რომ ბოლო ადგილზე იყოს ტექსტის და მოსმენილის გააზრების რეიტინგში, აქ ხომ სავსებით ნათელია, რომ გინება კი არ არის. ჰიპოთეტურად ვლაპარაკობთ, ვინ შეიძლება ეზიზღებოდეს ამ ადამიანს და ყველაზე აბსურდული რაც მახსენდება მაგ მომენტში, ვამბობ ნოდარ დუმბაძეს და მერე მის გულს... და სხვათა შორის, კომედია მაგიტომ მუშაობს ხშირ შემთხვევაში, რომ მოულოდნელი არის იმ კონკრეტულ კონტექსტში და მაგიტომ ეცინებათ ადამიანებს და მაგიტომ ეცინებათ ამ კონკრეტულ მომენტშიც დარბაზშიც. და მე რომ ამ ხუმრობისას, მაგალითად, მეთქვა, რომ რა უცნაური იქნებოდა, რომ ეხლა შალვა რამიშვილი ეზიზღებოდეს... გაინტერესებთ ასე ძალიან, როგორი არის გინება, მინდა აქვე დაგიტოვოთ დესერტად, რომ რადგან აი, ვინც პროპაგანდისტობით შოულობთ ფულს და ვინც სიმართლის გამრუდებით ხალხს შეგნებულად აი ესე აგიჟებთ – თქვენი გულიც და თქვენი სულიც მოვ@@ან მე", - აცხადებს ონისე ოქრიაშვილი.

დღის ამბები