20 ივლისი 2026,   14:39
ვრცლად
მსოფლიო ჩემპიონატის რეკორდები - ფეხბურთის ლეგენდები და ისტორიული მიღწევები

მოედანზე მდგარი პატარა ბიჭი ალბათ ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ერთ დღეს ფეხბურთის ისტორიასაც გადაწერდა და 39 წლის ასაკშიც რეკორდული გოლებით ყველას გააოცებდა.

წლევანდელი ჩემპიონატი ბევრი რამით იყო გამორჩეული, მაგრამ გულშემატკივრებს რეკორდები და საფეხბურთო კალკულაცია გამორჩეულად აღაფრთოვანებთ.

მესი ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც რამდენჯერმე მოიპოვა Adidas-ის ოქროს ბურთი - 2014 წლის ბრაზილიისა და 2022 წლის ყატარის ჩემპიონატებზე.

ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი და ფეხბურთელი, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატებზე ყველაზე მეტი მატჩი ჩაატარა. საგოლე გადაცემების რაოდენობით მან დიეგო მარადონას რეკორდიც მოხსნა - მარადონასი, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში დაუვიწყარი ეპიზოდი შექმნა და ინგლისის წინააღმდეგ საუკუნის გოლი "ღმერთის ხელით" გაიტანა.

ამ პორტუგალიელის მიერ ხელით არა, მაგრამ ფეხით გატანილ უალამაზეს გოლებზეც ბევრი რამ არის მოსაყოლი. მიუხედავად იმისა, რომ რონალდუ აღარ არის მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირის რეკორდის მფლობელი, სამ ტურნირზე მხოლოდ 19 მატჩში მისი 15 გოლი კაცს მაინც აღაფრთოვანებს.

საფეხბურთო რეკორდები მოედანზე გასული ლეგენდების ასაკსაც უკავშირდება. აი, მაგალითად, 38 წლისა და 357 დღის მესი მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი მოთამაშეა, რომელმაც ალჟირის წინააღმდეგ ჰეთ-თრიკი შეასრულა. მანამდე ყველაზე ასაკოვანი კრიშტიანუ რონალდუ იყო, რომელიც 33 წლისა და 130 დღის იყო, როდესაც 2018 წელს ესპანეთის წინააღმდეგ ტრიპლეტი შეასრულა.

მწვანე მინდვრის ლეგენდას მუნდიალებზე 10 გოლი დაუგროვდა და პორტუგალიის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. მანამდე ამ წოდებას 9 გოლით ეუსებიო ფლობდა. რონალდუ ყველა დროის ყველაზე ასაკოვანი პორტუგალიელი გახდა, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატზე გოლის გატანა შეძლო (41 წლის ასაკში).

2026 წლის მუნდიალზე საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელი არგენტინის კაპიტნის მთავარ მეტოქედ ითვლება. მას მომდევნო ჩემპიონატზე ყველაზე მეტი შანსი აქვს, მესის შედეგი გააუმჯობესოს. შვედეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ მბაპეს გოლი ფრანგი თავდამსხმელისთვის მსოფლიო ჩემპიონატების მხოლოდ ფლეი-ოფის ეტაპზე რიგით მე-9 აღმოჩნდა, რითაც მანამდე არსებული ყველა დროის რეკორდი მოხსნა.

კილიანმა გადაასწრო თავად ფეხბურთის "მეფედ" წოდებულ პელეს, რომელსაც ფლეი-ოფში 7 გოლი აქვს გატანილი. მბაპე გახდა პელეს შემდეგ მეორე ფეხბურთელი, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში, საკმაოდ ახალგაზრდამ, 19 წლის ასაკში, გოლი გაიტანა.

1970 წელს პელე ბრაზილიის ნაკრებს მექსიკის ჩემპიონატზე 10 გოლის გატანაში დაეხმარა. დიეგო მარადონამ და კილიან მბაპემ იგივე შედეგი აჩვენეს 1986 წლის მექსიკისა და 2022 წლის ყატარის ჩემპიონატებზე.

ერთ ჩემპიონატზე ყველაზე მეტი გოლით ფრანგი ჟიუსტ ფონტენი იწონებს თავს - 13 გოლით 1958 წლის ჩემპიონატზე. ამ რეკორდის გაუმჯობესება დღემდე ვერავინ შეძლო. ვინ იცის, იქნებ ეს მომავალში ფრანგული ფეხბურთის სუპერვარსკვლავმა კილიან მბაპემ მოახერხოს.

ყველაზე სწრაფი გოლი მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში ჰაქან შუქურს ეკუთვნის. მან 2002 წელს თურქეთის ნაკრების მაისურით მატჩის დაწყებიდან მე-11 წამზე გაიტანა. ამ რეკორდის გაუმჯობესება მიმდინარე მუნდიალზე ვერავინ შეძლო.

აქამდე ჩატარებულ 22 ჩემპიონატში სულ 8 ქვეყანამ შეძლო გამარჯვება. რეკორდსმენი ბრაზილიაა. ტიტულოვანი თასი რიო-დე-ჟანეიროში ხუთჯერ ჩავიდა. ბრაზილია 1970 წელს გახდა პირველი სამგზის გამარჯვებული ქვეყანა და ჟიულ რიმეს, იგივე "ნიკეს თასი", მუდმივ მფლობელობაში გადაეცა, თუმცა 1983 წელს თასი მოიპარეს. ტრადიციის მიხედვით, 1974 წლიდან გამარჯვებულებს გარდამავალი თასი 4 წლით ეძლევათ, მისი ასლი კი - სამუდამოდ. ბრაზილია ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც ყველა ჩემპიონატში აქვს მონაწილეობა მიღებული.

ბრაზილიის გარდა, გამარჯვება ოთხ-ოთხჯერ შეძლეს იტალიამ და გერმანიამ, სამჯერ - არგენტინამ, ორჯერ - ურუგვაიმ და საფრანგეთმა, თითო-თითოჯერ კი - ინგლისმა და ესპანეთმა. ნიდერლანდებმა ფინალი სამჯერ დათმო, ჩეხოსლოვაკიამ კი - ორჯერ. ფინალში გასვლა დღემდე მხოლოდ ევროპულმა და სამხრეთამერიკულმა გუნდებმა მოახერხეს. აზიური გუნდებიდან მეოთხე ადგილი 2002 წელს სამხრეთ კორეამ, თანამასპინძლის რანგში დაიკავა, ხოლო აფრიკული გუნდებიდან - მაროკომ 2022 წელს.

ყველაზე უხვგოლიანი მატჩი 1954 წელს გაიმართა - ავსტრია-შვეიცარია ანგარიშით 7:5 დასრულდა. 9-ბურთიანი უპირატესობა სამჯერ დაფიქსირდა.

XXI საუკუნის რეკორდი გერმანიას ეკუთვნის - 2002 წელს მან საუდის არაბეთი 8:0 დაამარცხა.

ურუგვაიში ჩატარებული პირველი მსოფლიო ჩემპიონატიდან 96 წელი გავიდა.

მსოფლიო ისევ ორი უძლიერესი გუნდის დაპირისპირების მოლოდინშია. ისევ იქნება რეკორდები, ისევ იტირებენ და იზეიმებენ. შემდეგ კი სტადიონებზე შუქი ჩაქრება, ტრიბუნები დაცარიელდება, მაგრამ ფეხბურთი კიდევ ერთხელ დაამტკიცებს, რომ ის მხოლოდ სპორტი არ არის. ახალი ზღაპრის მოლოდინი კი ფინალის დასრულების წამიდან დაიწყება და ასე, ყოველ მომდევნო მუნდიალამდე.

დღის ამბები