20 ივლისი 2026,   04:53
ვრცლად
ნიკოლოზ მეტრეველი: კიდევ ერთი მცდელობა, რომ საზოგადოების ყურადღება ემოციებით მიიპყრონ და არა ფაქტებით. თუ ვინმე ამტკიცებს, რომ ბათუმში ბერა ივანიშვილის გადაადგილების გამო გზა გადაიკეტა, მაშინ წარმოადგინოს მტკიცებულებები

"კიდევ ერთი მცდელობა, რომ საზოგადოების ყურადღება ემოციებით მიიპყრონ და არა ფაქტებით. თუ ვინმე ამტკიცებს, რომ ბათუმში ბერა ივანიშვილის გადაადგილების გამო გზა გადაიკეტა, მაშინ წარმოადგინოს მტკიცებულებები. საზოგადოება იმსახურებს სიმართლეს და არა ხმაურიან ნარატივებს, რომლებიც გადამოწმებას ვერ უძლებს", - წერს ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი ოპოზიციური მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე.

მეტრეველის თქმით, ნათელია, რომ უცხოეთიდან დაფინანსებული ოპოზიციური მედია ფაქტებს ვერ წარმოადგენს, რამდენადაც მსგავსი არაფერი მომხდარა.

"კიდევ ერთი მცდელობა, რომ საზოგადოების ყურადღება ემოციებით მიიპყრონ და არა ფაქტებით. თუ ვინმე ამტკიცებს, რომ ბათუმში ბერა ივანიშვილის გადაადგილების გამო გზა გადაიკეტა, მაშინ წარმოადგინოს მტკიცებულებები. საზოგადოება იმსახურებს სიმართლეს და არა ხმაურიან ნარატივებს, რომლებიც გადამოწმებას ვერ უძლებს. თუმცა, ცხადია არავითარ ფაქტს უცხოეთიდან დაფინანსებული მედიები ვერ დადებენ, რადგან მსგავსი არაფერი არ მომხდარა. ფსევდო ჟურნალისტების საქმე მხოლოდ უსინდისო წილისწამებაა, რომელზეც შემდეგ წესიერმა ადამიენებმა თავი უნდა იმართლონ. და ბოლოს: დღეს სხვა საქართველოა და ქცევის სხვა სტანდარტები. ის დრო დიდი ხანია წარსულს ჩაბარდა, როდესაც სააკაშვილის დ მისი საეჭვო გარემოცვის გადაადგილების გამო მართლაც მთელი ქუჩები იკეტებოდა", - წერს მეტრეველი.

დღის ამბები