21 ივლისი 2026,   18:20
ვრცლად
ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ნარჩენების გადამტვირთავი თანამედროვე ტიპის სადგური გაიხსნა

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ნარჩენების გადამტვირთავი თანამედროვე ტიპის სადგური გაიხსნა. საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ობიექტი ამბროლაურისა და ონის მუნიციპალიტეტებს მოემსახურება.

სადგურზე შესული ნარჩენები სპეციალურ კონტეინერებში განთავსდება, რის შემდეგაც მათი ტრანსპორტირება ტყიბულის მუნიციპალიტეტში მდებარე ნაგავსაყრელზე განხორციელდება.

სადგურის გახსნას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორი და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ესწრებოდნენ.

დღის ამბები