დიდი ბრიტანეთის ახლად არჩეულმა პრემიერმა, ენდი ბერნემმა მთავრობაში საკადრო ცვლილებები განახორციელა. მეფე ჩარლზ მესამემ ახალი კაბინეტი უკვე დაამტკიცა.
ფინანსთა მინისტრის პოსტი თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯონ ჰილიმ ჩაიბარა, საგარეო საქმეთა სამინისტროს ედ მილიბენდი უხელმძღვანელებს. შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს შაბანა მაჰმუდი შეინარჩუნებს.
თანამდებობის დაკავებისთანავე, ბერნემი ტელეფონით ესაუბრა ზელენსკის და განაცხადა, რომ ლონდონის მხარდაჭერა გაგრძელდება. საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხები განიხილა ახალმა პრემიერმა ტრამპთანაც.