ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი საზეიმოდ გაიხსნა.
მრავალფუნქციური სივრცე ეკოსისტემაში აერთიანებს განათლებას, მეცნიერებას, ინოვაციებს, ტენოლოგიურ მეწარმეობასა და თანამედროვე კვლევით ინფრასტრუქტურას.
"ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის გახსნა ახალი ეტაპის დასაწყისია - სივრცის, სადაც ცოდნა, ინოვაცია და შემოქმედებითი აზროვნება მომავლის შესაძლებლობებად გარდაიქმნება,"- აღნიშნულია ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ინფორმაციაში.