ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის 158-ე სეზონი გიორგი კაშიას საავტორო სპექტაკლის "კლიტემნესტრას სეანსი" პრემიერით დაიხურა.
სპექტაკლი კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით დაიდგა.
სპექტაკლის მხატვარი ილია საჯაია, ხოლო კომპოზიტორი გიორგი ჯღარკავაა. დადგმაში მონაწილეობდნენ: ია სუხიტაშვილი, ირაკლი ჯიშკარიანი, გიგა აბულაძე, მარიამ მღებრიშვილი, ლევან გოგოხია და კობა მატკავა.
ზუგდიდის თეატრში გამართულმა პრემიერამ ანშლაგით ჩაიარა.
კულტურის სამინისტროსთვის განსაკუთრებულ პრიორიტეტს წარმოადგენს ქვეყნის რეგიონებში კულტურული ცხოვრების, მათ შორის, თეატრალური ხელოვნების მხარდაჭერა. 2026 წლის იანვრიდან ივლისის თვის ჩათვლით პერიოდში, რეგიონების თეატრებში 539 სპექტაკლის ჩვენება და 50-მდე პრემიერა გაიმართა.