24 ივლისი 2026,   23:22
ვრცლად
"აშშ ევროპის ყულაბა არ არის" - ტრამპი ევროკავშირს Apple-ის, Google-ის, Meta-სა და Amazon-ის დაჯარიმების გამო ტარიფებით ემუქრება

"აშშ ევროპის სალარო არ არის" - დონალდ ტრამპი ევროკავშირს ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტების - Apple-ის, Meta-ს, Amazon-ისა და Google-ის - უკანონო და დისკრიმინაციულ დაჯარიმებაში ადანაშაულებს და საპასუხო ზომებით ემუქრება.

ტრამპის განცხადებით, ვაშინგტონი დაუყოვნებლივ იწყებს ოფიციალურ გამოძიებას ამერიკული კომპანიების "ძარცვის პრაქტიკაზე". მისი თქმით, ევროკავშირის მიერ დაკისრებული სანქციები სრულად გაუქმდება, ხოლო ევროპულ პროდუქციას მალე მსხვილი ტარიფები დაწესდება:

"ევროკავშირი კვლავ იმავეს აკეთებს და როგორც ყოველთვის, პირდაპირ ამერიკის დიდ კომპანიებს უტევს! ყოველგვარი საფუძვლის გარეშე Apple 15 მილიარდი დოლარით დააჯარიმეს, Meta - 3 მილიარდი დოლარით, Amazon - 2.5 მილიარდი დოლარით და კიდევ მრავალი სხვა კომპანია. ახლა კი გვაცნობეს, რომ Google-იც, რომელიც მართლაც მოწინავე და შესანიშნავი კომპანიაა, კიდევ 1 მილიარდი დოლარით დააჯარიმეს, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე. შედეგად, Google-ისთვის დაკისრებული ჯარიმების საერთო მოცულობამ 18 მილიარდ დოლარს გადააჭარბა!

ამ უკანონო და უკიდურესად დისკრიმინაციულმა პრაქტიკამ ასეთ მასშტაბებს მძინარა ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის პირველივე წელს მიაღწია, თუმცა ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში ასე აღარ გაგრძელდება. ამერიკის შეერთებული შტატები ევროპის "ყულაბა" არ არის და ამას არც დავუშვებთ!

ეს განცხადება ჩაითვალოს ოფიციალურ ცნობად, რომ დაუყოვნებლივ დავიწყებთ 301-ე მუხლის ფარგლებში გამოძიებას ამერიკული კომპანიებისა და, შესაბამისად, ამერიკელი გადასახადის გადამხდელების "ძარცვის" პრაქტიკის შესახებ.

ევროკავშირს ამ უკანონო და უკიდურესად არაეთიკური ქმედებისთვის ძალიან დიდი ფასის გადახდა მოუწევს. ამის შესახებ ისინი არაერთხელ გავაფრთხილე. ყველა ეს სანქცია სრულად გაუქმდება, ხოლო, ჩვენი მოლოდინით, მათ წინააღმდეგ რაც შეიძლება მალე მნიშვნელოვანი ტარიფებიც დაწესდება. დაელოდეთ სიახლეებს!"- წერს დონალდ ტრამპი. 

 

 

ავტორი: ლუკა ჩლაიძე. 

 

დღის ამბები