24 ივლისი 2026,   22:09
ვრცლად
ყალბი ავტორიტეტები და თვითგამოცხადებული შემფასებლები - მიხეილ სააკაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების მხილებას არ წყვეტს

ყალბი ავტორიტეტები და თვითგამოცხადებული შემფასებლები - გრანტიჭამიები არ იკმარა და შეფასებებში თავადაც შორს წავიდა. მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი არასამთავრობო ორგანიზაციების მხილებას არ წყვეტს. სიის მიღმა დატოვებული სააკაშვილი აკონკრეტებს, რომ მისთვის პრობლემა მხოლოდ გამჭვირვალობა არ არის, არამედ ყველა ის ენჯეო, რომელიც სიცრუის ნაკადს ავრცელებს. ასახელებს გვარებსაც და მიზეზებსაც, თუ რატომ არ აქვთ მათ ნდობა საზოგადოებისგან.

ორდღიანი მიმართვის ადრესატი დუმს. გიგაური სააკაშვილის პოსტებს საჯაროდ არ პასუხობს, რაც რუსთავის ციხის პატიმარს, კიდევ უფრო აბრაზებს და უფრო მეტად ამწვავებს კონფლიქტს, რომელიც მმართველი პარტიის შეფასებით, აბსურდული მიზეზით დაიწყო.

არასამთავრობოებს ეთანხმებიან ოპოზიციური პარტიებიც, თუმცა არა "ნაციონალური მოძრაობა", რომელიც რამდენიმე დღეა, იძულებულია, ლიდერის პოზიციები დაიცვას.

"ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ტყუილი არა მხოლოდ სააკაშვილის, არამედ გამჭვირვალობისა და მისი მსგავსი ორგანიზაციების დღის წესრიგიცაა. ამიტომ მიაჩნიათ, რომ ბევრი საერთოს მქონე სუბიექტებს, ერთ კონკრეტულ საკითხზე დაპირისპირება, ერთმანეთისგან არ განასხვავებთ.

ანგარიში, რომლითაც "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" ამტკიცებს, თითქოს 91 პირი პოლიტიკური ნიშნით დაკავებულია, ორი დღის წინ გამოქვეყნდა. სიაში ვერ მოხვდა მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ორგანიზაციის განმარტებით, ვერ აკმაყოფილებს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დაწესებულ შესაბამის კრიტერიუმებს.

დღის ამბები