27 ივლისი 2026,   21:16
ვრცლად
სიძულვილის ენის გამოყენების წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, სასამართლომ მერი ლაბაძე 1500 ლარით, ხოლო ალექსანდრე ცერცვაძე 850 ლარით დააჯარიმა

საჯარო სივრცესა და სოციალურ ქსელში მიყენებული შეურაცხყოფის ფაქტებზე საჩხერის რაიონულმა სასამართლომ კიდევ ორი მოქალაქე ცნო სამართალდამრღვევად.

მოქალაქე მერი ლაბაძეს, რომელმაც საჯარო სივრცეში ბექა ძამაშვილს მიაყენა შეურაცხყოფა, 1500-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა, ხოლო ალექსანდრე ცერცვაძე გია ხუხაშვილის შეურაცხყოფისთვის 850 ლარით დაჯარიმდა.

"საჩხერის რაიონულმა სასამართლომ განიხილა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე. საკითხი ეხებოდა მოქალაქის მიერ საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის, ბექა ძამაშვილის შეურაცხყოფის ფაქტს. საჩხერის რაიონული სასამართლოს 27 ივლისის დადგენილებით, პირი ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად და მას დაეკისრა ჯარიმა 1500 ლარის ოდენობით. კიდევ ერთი სამართალდარღვევის საქმე განიხილა დღეს საჩხერის რაიონულმა სასამართლომ - საქმე ეხებოდა მოქალაქე ალექსანდრე ცერცვაძის მიმართ შედგენილ სამართალდარღვევის ოქმს. პიროვნება სოციალურ ქსელში შეურაცხყოფას აყენებდა სხვა მოქალაქეს, რის გამოც მის მიმართ შედგენილი ოქმის საფუძველზე ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად და განესაზღვრა ჯარიმა 850 ლარის ოდენობით," - აცხადებს შსს-ს იურისტი.
 
დღის ამბები