27 ივლისი 2026,   22:12
ვრცლად
რუსთავის მერია და საკრებულო მაქსიმუმს ვაკეთებთ, რომ ის შესაძლებლობები, რაც საქართველოს მთავრობამ უპრეცედენტო მასშტაბის პროექტებით მოგვცა, თითოეული რუსთაველის კეთილდღეობას მოხმარდეს - ნინო ლაცაბიძე

რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, რუსთავის მერიის გუნდთან ერთად, ქალაქის საკრებულოს 2026 წლის 6 თვის ანგარიში წარუდგინა.

რუსთავის მერმა საკრებულოს ვრცელი პრეზენტაცია წარუდგინა და დეპუტატების მიერ დასმულ კითხვებს უპასუხა.

„რუსთავში დღეს ქალაქის განვითარების ძალიან მაღალი ტემპი გვაქვს. ხორციელდება და დაგეგმილია უპრეცედენტო მასშტაბის პროექტები. ძალიან მალე ჩვენს ქალაქში, ისეთი მასშტაბის პროექტების განხორციელებას დავიწყებთ, რომლებიც რუსთავს განვითარების ახალ ეტაპზე გადაიყვანს. ეს პროექტები დიდი პასუხისმგებლობაა და განსაკუთრებულ მობილიზებას მოითხოვს.

რუსთავის მერია და საკრებულო მაქსიმუმს ვაკეთებთ, რომ ის შესაძლებლობები, რაც საქართველოს მთავრობამ უპეცედენტო პროექტებით მოგვცა, თითოეული რუსთაველის კეთილდღეობას მოხმარდეს“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

რუსთავის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ხარჯვითი ნაწილის გეგმა 78 960 700 ლარია. 6 თვის დასახული გეგმა ამ მომენტისთვის 96, 5 %-თაა შესრულებული.

აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები 2026 წლის ბიუჯეტის ისეთ პრიორიტეტებზე, როგორიცაა საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, საცხოვრებელი კორპუსების განმაგრება-რესტავრაცია, საბინაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, ეკოლოგია, კულტურულ-საგანმანათლებლო და სოციალური პროგრამების განხორციელება. რუსთავში ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა, დღეისათვის 9 სხვადასხვა ქუჩაზე მიმდინარეობს, ლოკალური დაზიანებების აღმოფხვრა დაწყებულია და იგეგმეაბა 100-მდე სხვადასხვა მისამართზე.

ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით მიმდინარეობს ძველი რუსთავის რესტავრაციის უპრეცედენტო მასშტაბის პროექტი, რომელიც 100-მდე საცხოვრებელი კორპუსის რეაბილიტაციას, ავთენტური იერ-სახის შენარჩუნებით ითვალისწინებს.

კორპუსების გამაგრება-რეაბილიტაცია მიმდინარეობს ახალ რუსთავშიც და ამ ეტაპზე, სამუშაო პროცესი 18 საცხოვრებელ კორპუსშია აქტიური. ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი რუსთავში ისეთი მეგა-პროექტების დასაწყებად ემზადება, როგორიცაა მულტიპროფილური სპორტული ქალაქის, უეფას სტანდარტების საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა და ჭალის ტყის მიმდებარედ ახალი რეკრეაციული სივრცის შექმნა.

დაგეგმილია რუსთავის ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია და მიმდინარეობს მუშაობა რუსთავის ცენტრეალური მოედნის რეკონსტრუქციის პროექტზეც.

რუსთავში გრძელდება ძველი ლიფტების მოდერნიზების და ახალი ლიფტების პროექტიც. მიმდინარე წლის ბოლოს, რუსთავის მაღალსართულიანი კორპუსების 70%-ში ახალი თანამედროვე ლიფტი იქნება დამონტაჟებული.

დაწყებულია და შემოდგომიდან განახლდება რუსთავის ჭალის ტყეების აღდგენა-განაშენიანების პროექტი, შენდება ახალი კულტურული და საგანმანათლებლო დანიშნულების ობიექტები.

2026 წელი რუსთავში უპრეცედენტო მასშტაბის პროექტების წელია, რომელიც რუსთავს განვითარებას, სრულიად ახალ ეტაპზე გადაიყვანს.

დღის ამბები