29 ივლისი 2026,   14:35
ვრცლად
2026 წლის პირველი მაისიდან 26 ივლისის ჩათვლით, საქართველოდან 9.6 ათასი ტონა მოცვია ექსპორტირებული - წინა წელთან შედარებით, მაჩვენებელი 53%-ით არის გაზრდილი

2026 წლის პირველი მაისიდან 26 ივლისის ჩათვლით, საქართველოდან ექსპორტირებულია 9.6 ათასი ტონა მოცვი, 61.8 მლნ აშშ დოლარის ღირებულებით.

წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული მოცვის რაოდენობა 53%-ით (3.3 ათასი ტონა), ხოლო ღირებულება 46%-ით (19.5 მლნ აშშ დოლარი) გაიზარდა.

აღნიშნულ პერიოდში 1 კგ მოცვის საშუალო საექსპორტო ფასი 6.4$-ია.

მოცვის საექსპორტო ბაზრებია - რუსეთი (8 736 ტონა), ევროკავშირის ქვეყნები - (498 ტონა), მცირე რაოდენობით მოცვის ექსპორტი ფიქსირდება: სომხეთში, თურქეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში და სხვა ქვეყნებში.

დღის ამბები