02 აგვისტო 2026,   16:51
ვრცლად
აშშ-ის პრეზიდენტი ამბობს, რომ, მოსალოდნელი სამშვიდობო შეთანხმების ფონზე, ირანზე იერიშის მიტანისგან თავს შეიკავებენ

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამბობს, რომ, მოსალოდნელი სამშვიდობო შეთანხმების ფონზე, ირანზე იერიშის მიტანისგან თავს შეიკავებენ. 

„შეერთებული შტატები სრულ მზადყოფნაშია და მზად არის, ირანის ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ იმოქმედოს სამხედრო ძალის, სიმძლავრისა და შესაძლებლობების ისეთი მასშტაბით, როგორიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ გვინახავს. ამის მიუხედავად, ირანმა და ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებმა მოგვმართეს თხოვნით, შევიკავოთ თავი ნებისმიერი თავდასხმისგან, რადგან შეთანხმების ძირითადი პარამეტრები უკვე შეთანხმებულია“, - დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელში. 

მისი თქმით, ეს შეთანხმება მოიცავს ჰორმუზის სრუტის დაუყოვნებლივ, სრულ და უპირობო გახსნას, ასევე ირანისგან მომდინარე ბირთვული საფრთხის აღმოფხვრას. 

„დავთანხმდი, რომ თავდასხმა გაუქმდეს, იმ პირობით, თუ სწრაფად შევძლებთ შეთანხმების მიღწევას“, - განაცხადა შტატების პრეზიდენტმა, რომელიც ამბობს, რომ ისრაელი აშშ-ს ამ ვალდებულების შესრულებაში უერთდება.

დღის ამბები