29 აგვისტო 2026,   20:58
ვრცლად
თეთრი სახლის ზოგიერთმა მაღალჩინოსანმა ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის რუსეთში დიპლომატიური მისიის შესახებ არაფერი იცოდა

ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის, ჯონ რეტკლიფის დიპლომატიური მისია რუსეთში იმდენად კონფიდენციალური იყო, რომ თეთრი სახლის ზოგიერთმა მაღალჩინოსანმაც კი არ იცოდა წინასწარ ამის შესახებ, - ამის შესახებ "უოლსთრით ჟორნალი" წერს.

მედიასაშუალებას ანონიმურმა წყაროებმა განუცხადეს, რომ ტრამპმა ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელი მოსკოვში პირადად გაგზავნა. ამასთან, არ აცნობა თეთრი სახლის თანაშემწეებსა და სამხედრო ლიდერებს. რეტკლიფმა საიდუმლო მოგზაურობისთვის უნომრო სამხედრო თვითმფრინავი სი-17 გამოიყენა.

რაც შეეხება ვიზიტის მიზანს, "ნიუ იორკ თაიმსის" ცნობით, რეტკლიფის ვიზიტის მიზანი იყო დაეფიქსირებინა მკაცრი პოზიცია რუსეთ-უკრაინის ომთან და ომის დასრულების მიზნით, მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით.

დღის ამბები