დიდუბის რაიონის გამგეობა დიღმის მასივის მე-5 კვარტალში 50-მდე უსახური ავტოფარეხის დემონტაჟს ახორციელებს.
დიდუბის რაიონში, სხვადასხვა მისამართზე 150-მდე ავტოფარეხის დემონტაჟი უკვე განხორციელდა.
გათავისუფლებულ ტერიტორიებზე, მოსახლეობის საჭიროებების გათვალისწინებით, ფუნქციური სივრცეები მოეწყობა.