05 სექტემბერი 2026,   11:34
ვრცლად
მსოფლიოს მასშტაბით ხელოვნური ინტელექტის წამყვანი ჩატბოტები შეფერხებით მუშაობენ

მსოფლიოს მასშტაბით ხელოვნური ინტელექტის წამყვანი ჩატბოტების მუშაობაში მასშტაბური ტექნიკური შეფერხება დაფიქსირდა. სისტემურმა ხარვეზმა ერთდროულად მოიცვა ინდუსტრიის წამყვანი პლატფორმები.

როგორც ირკვევა, პრობლემები შეეხო ისეთ პოპულარულ სისტემებს, როგორებიცაა ChatGPT, Claude, Grok და Google Gemini. მომხმარებლები მთელი მსოფლიოს მასშტაბით მიმართავენ პლატფორმებს, თუმცა სერვისები დროებით მიუწვდომელია ან მოთხოვნებს შეზღუდვებით ამუშავებს.

ტექნიკური ხარვეზის გამომწვევი ზუსტი მიზეზები ამ დროისთვის ოფიციალურად არ დასახელებულა. შესაბამისი კომპანიების ტექნიკური ჯგუფები პრობლემის აღმოსაფხვრელად მუშაობენ, თუმცა სისტემების სრულად აღდგენის დრო ჯერჯერობით უცნობია.

დღის ამბები