04 სექტემბერი 2026,   08:18
ვრცლად
ირაკლი ღარიბაშვილი არანაირი სახის ინფორმაციას არ ფლობს ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით და ამას ადასტურებს ოფიციალურ დოკუმენტში - პროკურორი

პროკურორ მედეა ცირამუას განცხადებით, ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, ირაკლი ღარიბაშვილი არანაირი სახის ინფორმაციას არ ფლობს.

მისივე თქმით, ღარიბაშვილი ამას ადასტურებს გამოკითხვის ოქმში, რომელიც მოხდა მისი ადვოკატების მონაწილეობით:

"ირაკლი ღარიბაშვილი არანაირი სახის ინფორმაციას არ ფლობს და ამას ადასტურებს ოფიციალურ დოკუმენტში, გამოკითხვის ოქმში, რომელიც მოხდა მისი ადვოკატების მონაწილეობით ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობასთან დაკავშირებით. რაც შეეხება ინფორმაციას, რაც ვკითხეთ წყაროსთან მიმართებაში, კიდევ ერთხელ გიმეორებთ, ეს არის სხვადასხვა გამოცემებიდან მიღებული მოარული ინფორმაციები მხოლოდ და მხოლოდ და არა კონკრეტული ფაქტები. ის იყო კატეგორიული, რომ არანაირ ინფორმაციას არ ფლობს ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით,"- აცხადებს პროკურორი.

დღის ამბები