აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინისა და ნატოსთვის უფასოდ გადაცემული დახმარების გამო ბაიდენის ადმინისტრაცია გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ვაშინგტონი ამ თანხების უკან დაბრუნებას მაინც მოითხოვს.
"ყველამ უნდა იცოდეს, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინას სრულიად უსასყიდლოდ, ყოველგვარი საფასურის გარეშე, იმაზე გაცილებით მეტი საბრძოლო მასალა გადასცა, ვიდრე ჩვენ ირანში გამოვიყენეთ.
უკრაინასა და ნატოს ასობით მილიარდი დოლარის ღირებულების დახმარება უსასყიდლოდ გადაეცა. თანხა, რომელსაც ევროპა თავად გადაიხდიდა, მათთვის ეს რომ მოეთხოვათ. თუმცა, ჩვენ ამ თანხის დაბრუნებას მაინც მოვითხოვთ, თუნდაც დაგვიანებით!,"- აცხადებს ტრამპი.