ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ქვეყანამ განადგურების საფრთხე აიცილა და მტრული რეჟიმი, რომელიც ბირთვული იარაღის შექმნას ცდილობდა, მნიშვნელოვნად დაასუსტა.
ნეთანიაჰუ აღნიშნავს, რომ "წინ მთავარი ამოცანა - ამ რეჟიმის საბოლოო დამხობა გველოდება, რაც სრულიად რეალურია".
ისრაელის პრემიერ-მინისტრი მტრებს აფრთხილებს და აცხადებს, რომ ქვეყანას მათ დასამარცხებლად საკმარისი ძალა, სიმტკიცე და შინაგანი ერთიანობა გააჩნია.
"ჩვენ განადგურების საფრთხის წინაშე ვიდექით. ეს საფრთხე მოდიოდა რეჟიმისგან, რომელსაც ჩვენი განადგურება სურს და რომელიც ბირთვული იარაღის შექმნას ცდილობს. ჩვენ ეს საფრთხე ავიცილეთ. ასევე გავანეიტრალეთ სხვა საფრთხეებიც. ეს რეჟიმი ახლა ძალიან დასუსტდა. ის საკუთარი გადარჩენისთვის იბრძვის.
დარწმუნებული ვარ, რომ ამ საფრთხეს ერთხელ და სამუდამოდ გავუმკლავდებით. ეს ამ რეჟიმის დამხობას ნიშნავს.
ეს არის მთავარი ამოცანა, რომელიც ჯერ კიდევ წინ გველოდება და უკვე ახლოსაა. ეს შეუძლებელი არ არის. ეს ჩვენს ხელშია.
ისინი არა მხოლოდ ჩვენ, არამედ ყველას ესხმიან თავს. მათთვის ცნობილია ჩვენი ძალის, სამხედრო შესაძლებლობების და სიმტკიცის შესახებ.
ჩვენს ყველა მტერს ვეუბნები: ნუ დაგვიპირისპირდებით. ჩვენ გვაქვს ძალა, სიმტკიცე და შინაგანი ერთიანობა, რათა დაგამარცხოთ,"- აცხადებს ნეთანიაჰუ.
ავტორი: ლუკა ჩლაიძე.