აშშ-სა და ირანს შორის დაპირისპირება მწვავდება. თეირანი აცხადებს, რომ ამერიკულ სამხედრო გემებზე სარაკეტო იერიში მიიტანა, თუმცა შტატების ცენტრალურმა სარდლობამ უარყო. აშშ-ის ომის მდივანმა კი ირანი გააფრთხილა, რომ ამერიკულ გემებზე თავდასხმას პენტაგონი ირანული ნავთობ ტანკერების განადგურებით უპასუხებს.
მედია წერს, რომ ამერიკელმა სამხედროებმა ირანის სამ ნავთობტანკერს დაარტყეს. თეირანმა ვაშინგტონის მოქმედება დაგმო და მას "უკანონო " უწოდა. ამ ფონზე, ირანის პარლამენტის სპიკერმა განაცხადა, რომ თუ ამერიკა ირანის წინააღმდეგ ახალ დარტყმებს განახორციელებს, თეირანის პასუხი იქნება "უფრო სწრაფი, უფრო მძიმე და უფრო მტკივნეული". მისი თქმით, ვაშინგტონმა უნდა გააცნობიეროს, რომ "თამაშის წესები შეიცვალა".