მუნიციპალური განვითარების ფონდმა როდინაულის და ბაღდათის N1 საჯარო სკოლების მშენებლობა და რეაბილიტაცია დაასრულა.
როდინაულის სკოლა გათვლილია 120 მოსწავლეზე, ბაღდათის სკოლა კი 290 მოსწავლეს მიიღებს.
საჯარო სკოლებს რეაბილიტაცია და მშენებლობა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩაუტარდა.
ორივე სკოლაში სრულად განახლდა საკლასო ოთახები, მოეწყო ბიბლიოთეკები, ლაბორატორიები, ეზოები, სპორტული მოედნები, გათბობის, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემები.
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ როდინაულისა და ბაღდათის N1 საჯარო სკოლების რეაბილიტაცია მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის თანადაფინანსებით განხორციელდა.