13 სექტემბერი 2026,   15:13
ვრცლად
ირაკლი ფავლენიშვილი ნიკა გვარამიაზე: როდესაც დებატებში არ ჯდები ადამიანთან და ასეთ შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებ, ეს მიუთითებს იმაზე, თუ ვინ არის მართალი ამ დაპირისპირებაში

ოპოზიციაში დაპირისპირება კიდევ უფრო მწვავდება. უკვე რამდენიმე დღეა "ახლების", "ნაციონალური მოძრაობისა" და იაგო ხვიჩიას პარტიას შორის მწვავე ბრალდებები ისმის, მათ შორის ფინანსურ გარიგებებსა და მოსყიდვის შესახებ.

მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელები, გვარამიას, ნიკა გილაურისგან აღებულ მილიონებს ახსენებენ და მისგან კითხვებზე პასუხს ითხოვენ.

"ჩვენ ვიგებთ მხოლოდ და მხოლოდ ჭორებს და ცილისწამებებს. როდესაც აქედან არის უბრალოდ საქმიანი კითხვები, როცა საქმიანი პასუხები არ არსებობს, როდესაც დებატებში არ ჯდები ადამიანთან და ასეთ შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებ, არის სამწუხარო და ეს უბრალოდ მიუთითებს იმაზე, თუ ვინ არის მართალი ამ დაპირისპირებაში.

იქითა მხრიდან სამწუხაროდ, მხოლოდ და მხოლოდ უსაფუძვლო ჭორები და შეურაცხყოფები მოვისმინეთ,"- აცხადებს პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" დროებითი მმართველობის საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი ფავლენიშვილი.

 

დღის ამბები