17 სექტემბერი 2026,   16:58
ვრცლად
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება ქვეყანაში მინიმალური ხელფასის განსაზღვრის მიზნით საკანონმდებლო ინიციატივით გამოდის

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება ქვეყანაში მინიმალური ხელფასის განსაზღვრის მიზნით საკანონმდებლო ინიციატივით გამოდის. კანონპროექტის საბოლოო ვერსია პარლამენტს განსახილველად მომავალ თვეს წარედგინება. მანამდე საკითხზე კონსულტაციები გაიმართება.

"სოციალური სფერო ეს არის, რომ პასუხისმგებლიანი მოქალაქეები და სახელმწიფოში შემადგენელი ნაწილი ვინც არიან - ბიზნესი, პროფკავშირები, მთავრობა, უნდა იყვნენ ძალიან ღრმა დისკუსიაში და როგორც დასაქმებულთა სასარგებლოდ, ისე ბიზნესისთვის მისაღები პროექტი უნდა არსებობდეს. აქედან გამომდინარე, ჩვენ დღევანდელ დისკუსიას დამსაქმებლებთან ერთად, ჩვენს წევრ ორგანიზაციებთან ერთად, პარლამენტის წარმომადგენლებთან ერთად ვაფიქსირებთ.

დაახლოებით ერთ თვეში კანონპროექტის ინიცირება მოხდება საქართველოს პარლამენტში", - აცხადებს საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების გენერალური მდივანი, ირაკლი პეტრიაშვილი.

დღის ამბები