17 სექტემბერი 2026,   17:15
ვრცლად
საუბარი აგენტების შესახებ კანონზე, გამჭვირვალობაზე, იმ სისტემურ რეფორმებზე, რომელიც შეიძლება სჭირდებოდეს ჩვენს ქვეყანას, "ოცნების" მხრიდან არის სიყალბე - ლაშა ფარულავა

პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" დროებითი მმართველობის საბჭოს წევრის, ლაშა ფარულავას განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები საკუთარ ეროვნულ ინტერესებს იცავს, ხოლო "ქართული ოცნების" რიტორიკა გამჭვირვალობის კანონსა და სისტემურ რეფორმებზე სრული სიყალბეა. მისი შეფასებით, მმართველი გუნდის პოლიტიკის ფონზე, კანონის რეალური შინაარსი და მიზანი საერთოდ იკარგება.

"შეერთებული შტატები იცავს თავის ეროვნულ ინტერესებს. საუბარი აგენტების შესახებ კანონზე, საუბარი გამჭვირვალობაზე, საუბარი იმ სისტემურ რეფორმებზე, რომელიც შეიძლება სჭირდებოდეს ჩვენს ქვეყანას, "ოცნების" მხრიდან არის სიყალბე და ცხადია, შინაარსიც კი იკარგება - რუსული ეს კანონია თუ სხვა ქვეყნის რაღაცა მეთოდს წარმოადგენს," - აცხადებს ლაშა ფარულავა.

ცნობისთვის: მმართველი გუნდი ამერიკის შეერთებულ შტატებში "ფარას" (FARA) კანონის მოსალოდნელ გამკაცრებას საქართველოში მიღებული გამჭვირვალობის კანონის სისწორის დასტურად მიიჩნევს და აცხადებს, რომ სუვერენიტეტის დაცვა გლობალური ტენდენციაა.

დღის ამბები