20 სექტემბერი 2026,   10:54
ვრცლად
სპორტის მინისტრი ბოდიბილდინგსა და ფიტნესში საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატს დაესწრო

საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე ბოდიბილდინგისა და ფიტნესის მეხუთე ეროვნულ ჩემპიონატს დაესწრო. ჩემპიონატში 18 ათლეტი მონაწილეობდა. მათგან სხვადასხვა კატეგორიის რვა გამარჯვებული გამოვლინდა.

საქართველოს ჩემპიონები საერთაშორისო კატეგორიების მიხედვით გახდნენ: გენო დავითაძე - ბოდიბილდინგი და საუკეთესო პოზიორი; გაგა გოგიაშვილი - Classic Physique; ნინო ოქროპირიძე - Women’s Bikini; თეონა დადეშქელიანი - Master Bikini; ირაკლი ზოიძე - Classic Bodybuilding; ქრისტინა წიკლაური - Wellness; ქანან გიულმამედოვი - Men’s Physique; გამარჯვებულებს შორის არის მინდია ჭინჭარაული, რომელიც 2026 წლის ბოდიბილდინგისა და ფიტნესის ევროპის ჩემპიონია.

საქართველოს ჩემპიონები გენო დავითაძე, გაგა გოგიაშვილი და ნინო ოქროპირიძე ბოდიბილდინგისა და ფიტნესის მსოფლიოს ჩემპიონატზე მიიღებენ მონაწილეობას. მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების წევრი ასევე იქნება ევროპის ჩემპიონი მინდია ჭინჭარაული.

მინდია ჭინჭარაულს ბოდიბილდინგისა და ფიტნესის მსოფლიო ჩემპიონატის საგზური სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ გადასცა.

დღის ამბები