23 სექტემბერი 2026,   01:50
ვრცლად
"ეს დამაზიანებელი და მოღალატეობრივი განცხადებები პირდაპირ ეწინააღმდეგება სამშვიდობო პოლიტიკას" - გიორგი ჯინჭარაძე ნიკა გვარამიას განცხადებაზე

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, გიორგი ჯინჭარაძე ნიკა გვარამიას განცხადებას ეხმაურება და მას ანტისახელმწიფოებრივად და შერიგების წინააღმდეგ მიზანმიმართულ განცხადებად აფასებს.

"აფხაზეთი იყო, არის და ყოველთვის იქნება საქართველოს განუყოფელი ნაწილი. ამ საკითხით კომპრომისები არ დაიშვება და ჩვენი ვალია, რომ მოხდეს დეოკუპაცია, ნდობის აღდგენა ჩვენს აფხაზ ძმებთან და დებთან, ის თანაცხოვრება, რომელიც ჩვენ საუკუნეების მანძილზე გვაქვს და გვაკავშირებს ერთმანეთთან.

ეს განცხადებები, რომელიც არის დამაზიანებელი, მოღალატეობრივი და პირდაპირ ეწინააღმდეგება სამშვიდობო პოლიტიკას, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება წარმატებულად, პრაგმატულად ახორციელებს და ზუსტად ეს განცხადებები, რომელიც მიზანმიმართულად, ეტაპობრივად - ჯერ იყო სააკაშვილის განცხადება, ბარამიძის, შემდეგ უკვე ნიკა გვარამიას - ეს ყველაფერი არის იმისკენ მიმართული, რომ ხელი შეეშალოს ამ პროცესს, გარე ძალებისგან მიღებული დავალებების შესრულებას გულისხმობს. შესაბამისად, ყოველივე ქართულს, ყოველივე პატრიოტულს ეს ყველაფერი ეწინააღმდეგება და არის მოღალატეობრივი განცხადებები, რომელიც, რა თქმა უნდა, აზიანებს, როგორც სამშვიდობო პოლიტიკას, ასევე, ზოგადად საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენი საქართველოს პოლიტიკურ წარმოჩენას," - განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.

"აფხაზებს და ქართველებს არ უყვართ ერთმანეთი. ჩვენ ვართ მტრები" - თქვა "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერმა ერთ-ერთ პოდკასტში. გვარამიასა და ოპოზიციის სხვა ლიდერების მხრიდან ანტი-აფხაზურ კამპანიაზე საუბრობენ ვეტერანები და აფხაზეთის მთავრობის წევრებიც.

დღის ამბები