27 სექტემბერი 2026,   14:05
ვრცლად
სოხუმის დაცემიდან 33 წელი გავიდა - 27 სექტემბერი აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის დღეა

27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღეა. სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა. მინისტრთა საბჭოს შენობაზე შტურმი 33 წლის წინ, 27 სექტემბერს დილიდანვე დაიწყო. ტყვედ აიყვანეს აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე, სოხუმის მერი და მინისტრთა საბჭოს 30-მდე თანამშრომელი. ტყვედ აყვანილი ადამიანები, რომლებმაც სოხუმი არ დატოვეს, მალევე დახვრიტეს.

დაუზუსტებელი მონაცემებით, აფხაზეთში 1992-1993 წლებში მიმდინარე სამხედრო დაპირისპირებისას, ქართული მხრიდან 10 ათასზე მეტი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ასობით ათასი აფხაზეთიდან დევნილი ქართველი კი უსახლკაროდ დარჩა.

დღის ამბები