11 ნოემბერი 2026,   15:21
ვრცლად
მარკო რუბიო აბუ-დაბიში გამართულ მოლაპარაკებებზე: ვფიქრობ, ჩვენ საერთო ინტერესები და მიზნები გვაქვს. გვსურს, ომი დასრულდეს და აღარასოდეს განმეორდეს

აბუ-დაბიში უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის სამმხრივი მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დასრულდა.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს განცხადებით, სურთ, რომ უკრაინაში ომი დასრულდეს და აღარასოდეს განმეორდეს.

"ვფიქრობ, ჩვენ საერთო ინტერესები და მიზნები გვაქვს. გვსურს, ომი დასრულდეს და აღარასოდეს განმეორდეს. კოლეგებისგან მსმენია, რომ ევროპაში მუდმივად არსებობს გარკვეული შეშფოთება. რომ პროცესს მიღმა დარჩებიან და ამერიკა რუსეთთან შეთანხმებას მათ გარეშე გააფორმებს", - ამის შესახებ მარკო რუბიომ განაცხადა.

გამოცემა The Telegraph-ი მოლაპარაკებებთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ კიევმა დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების საზღვრების შეცვლაზე ვაშინგტონის შეთავაზება უარყო.

მანამდე The Economist-ი იუწყებოდა, რომ ამერიკული მხარე ოლქების ადმინისტრაციული საზღვრების ფორმალურ კორექტირებას განიხილავდა - ამ სქემით, უკრაინას დამატებითი ტერიტორიების დათმობა არ მოუწევდა, მოსკოვი კი რეგიონების სრულად დაკავების შესახებ გამოაცხადებდა.

უკრაინული წყაროს მტკიცებით, მხარეებს შორის ტერიტორიული დათმობის საკითხი არ განხილულა და კიევი ოკუპაციას არც დე ფაქტო და არც დე იურე არ აღიარებს.

დღის ამბები