11 ნოემბერი 2026,   15:09
ვრცლად
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი კორეის ინჩონის ეროვნულ უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს კორეის რესპუბლიკის ინჩონის ეროვნული უნივერსიტეტის დელეგაცია ეწვია. ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს. დოკუმენტი განათლების, სამეცნიერო კვლევების, ინოვაციების, მეწარმეობისა და კულტურული გაცვლითი მიმართულებით თანამშრომლობის ხელშეწყობისა და ასევე, აკადემიურ წრეებსა და ინდუსტრიას შორის კავშირების გაძლიერებას მოიცავს.

მემორანდუმის ფარგლებში, განხორციელდება ერთობლივი საგანმანათლებლო-კვლევითი და გაცვლითი პროგრამები.

ინჩონის ეროვნული უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, მხარეები სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის გაცვლით პროგრამებსა და ერთობლივ კვლევით საქმიანობას განავითარებენ. 

"მოხარულნი ვართ KIU-სთან ვითანამშრომლოთ სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის გაცვლითი პროგრამების და ერთობლივი კვლევითი საქმიანობის მიმართულებით. ჩვენს უნივერსიტეტებს ბევრი საერთო აქვთ, მათ შორის თანამედროვე ექსპერიმენტული აღჭურვილობა, ჩვენ ვართ დაინტერესებული, გამოვიყენოთ ადრონული ცენტრი და კომპიუტერული მეცნიერებების რესურსები. მომავალში ვგეგმავთ გაცვლით აკადემიურ პროექტებს, რათა განვახორციელოთ ერთობლივი კვლევითი პროგრამები", - აცხადებს ინჩონის ეროვნული უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტი ჯუნ ჰან ლი.

დღის ამბები